ზღვის ცხენი 01.01 – 18.01
ზღვის ცხენის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მეგობრული ადამიანები არიან, გამოირჩევიან კარგი ფიზიკური მონაცემებით, შესანიშნავად ცურავენ. კამათი და ჩხუბი მათ ხასიათში არ ზის, ამიტომ შეუძლიათ ძალიან უარყოფითად განწყობილი ადამიანებიც კი დადებითად განაწყონ საკუთარი თავის მიმართ.
ისინი კეთილგანწყობილები არიან მაშინ, როცა გარემო მშვიდი და ხელსაყრელია, მაგრამ, თუ გარემო არახელსაყრელია, და მითუმეტეს სოციალური ფონითაა დამძიმებული, ისინი მავნებლები ხდებიან, შეუძლიათ ზიანიც კი მიაყენონ გარშემომყოფებს.
ზღვის ცხენებს აქვთ დიდი მონდომება და ხშირად იმსახურებენ საყოველთაო პატივისცემას მომსახურეობის სფეროში წარმატებული მოღვაწეობის გამო, მათგან ხშირად გამოდიან წარმატებული ინჟინრები, მომსახურეობის სფეროს მუშაკები.
ზღვის ცხენები ძალიან მზრუნველები და ყურადღებიანების არიან შთამომავლობის მიმართ.
მიდია 19.01 – 11.02
მიდიის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევიან, ძალიან ტემპერამენტიანები და ემოციურები არიან, თუმცა წყენის გულში ჩადება არ იციან. გამოირჩევიან გულუხვობით.
მიდიებს შეუძლიათ თვითონ ბევრი რამე მოიკლონ მოიკლონ და ახლობელ ადამიანებს გაუწიონ დახმარება.
ნატურით მიდიები ზარმაცები და არაპრაქტიკულები არიან, ხშირად ამ ნიშან-თვისებების გამო ხელიდან უშვებენ ძალიან ხელსაყრელ და კეთილდღეობის მომტან მომენტებს, რომელთაც ადგილი აქვთ მათ ცხოვრებაში.
მიდიებში ჭარბობენ შემოქმედებთი პროფესიის ადამიანები: მხატვრები, მომღერლები, მსახიობები, ჟურნალისტები.
მედუზა 12.02 – 03.03
მედუზები ეფექტური გარეგნობით გამოირჩევიან, რის გამოც მათ მუდამ თავს ახვევიათ თაყვანისმცემლები. ისინი ბუნებით მოყვარულები არიან, მათი მოხიბვლა ადვილია, მაგრამ შენარჩუნება ძნელი.
მედუზებს ადვილად შეუძლიათ სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაცია. ისინი ადვილად ეგუებიან ცვლილებებს და შეუძლიათ წინააღმდეგობების გადალახვა.
იმისათვის რომ შეძლოთ მათი გულის მონადირება, საჭიროა ორიგინალურობა, საზრიანობა და გამომგონებლობა.
მედუზის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, შესაძლებელია იყვნენ ნებისმიერი პროფესიის ადამიანები, რადგან მათ წარმატებით შეუძლიათ აითვისონ ნებისმიერი სპეციალობა.
ზღვის ვარსკვლავი 04.04 – 24.04
ზღვის ვარსკვლავები სკურპულიოზურები და შესანიშნავი მეოჯახენი არიან, ისინი აღმერთებენ ოჯახურ იდილიას, ამიტომ სახლში მუდამ სისუფთავე და იდეალური წესრიგი აქვთ დამყარებული. ამავდროულად დიდ დროს უთმობენ საცხოვრებელის მოწყობას, ამისთვის კი არც ფინანსების ხარჯვას ერიდებიან, არც ნერვების და ჯანმრთელობის.
ზღვის ვარსკვლავების მეორე სისუსტე მოდურად ჩაცმაა, მათ დახვეწილი გემოვნება და შესანიშნავი ინტუიციის გრძნობა აქვთ, უყვართ შოპინგები, იციან როგორ უნდა იყვნენ უფრო ეფექტურები და როგორ მოახდინონ კარგი შთაბეჭდილება.
ამავე დროს ისინი ზარმაცებიც არიან, უყვართ ძილი და არ უყვართ დილით ადრე ადგომა. სიამოვნებას ანიჭებთ ინფორმაციის წყაროებთან – ტელევიზორთან, ინტერნეტთან, მუსიკალურ ცენტრთან ხშირი კონტაქტი, მოსწონთ ჭორაობაც, მათ შორის ტელეფონზეც.
ზღვის ვარსკვლავებისგან გამოდიან კარგი სტილისტები, დეკორატორები, არქიტექტორები, ტანსაცმლის დიზაინერები.
ზვიგენი 25.03 – 08.04
ზვიგენის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან, ისინი ვერ იტანენ უმოქმედობას და ყოველთვის ცდილობენ მიაღწიონ დასახულ მიზნებს, ამისთვის კი უკან არაფრის წინაშე არ იხევენ.
მიზნის მისაღწევად მათ ხელს გარეგნული ხიბლიც უწყობს, რომელიც ჭარბად გააჩნიათ. კეთილგანწყობილ გარემოში ზვიგენები მშვიდები და უემოციონი არიან, თუმცა გარეგნული სიმშვიდის მიღმა ხშირად იმალება ენერგიულობა და დიდი ემოცია.
ზვიგენების ჭარბი ენერგია განაპირობებს მათ წარმატებებს მოღვაწეობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა პედაგოგიკა, პოლიტიკა, მათ კარგად ძალუძთ თავის წარმოჩენა ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
ვეშაპი 09.04 – 02.05
ვეშაპის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები არიან, ისინი სტაბილურად მიიწევენ წინ ცხოვრებაში.
ისინი გამოირჩევიან კარგი აღნაგობით, მიუხედავად იმისა, რომ გურმანები არიან. უყვართ ძილი და შესაძლებლობის ფარგლებში მასზე უარს არასოდეს ამბობენ.
ვეშაპები ფიცხებიც არიან, ამას განაპირობებს მათი მჩქეფარე, ხშირად დაუხარჯავი ენერგია. ისინი ხშირად ირჩევენ მოღვაწეობის ისეთ სფეროს, რომელსაც არ სჭირდება ავანტიურა და რისკი.
მათ კარგად შეუძლიათ თავი გამოიჩინონ ისეთ პროფესიებში, როგორიცაა მეცნიერ-მკვლევარები და მშენებლები.
თვითსალამურა 03.05 – 27.05
თვითსალამურას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ცოცხალი ტემპერამენტით. მათ ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა ყველაზე მხიარულ კომპანიაშიც კი შეუძლიათ მოიწყინონ.
მათი გრძნობები, ისევე როგორც ხასიათი, არაერთგვაროვანია. სიამოვნებთ საუბარი და უყვართ პაუზების შევსება ცნობილი გამონათქვამებით და სხვადასხვა ციტატებით.
თვითსალამურებს უყვართ ბრწყინვალე საზოგადოებაში ყოფნა, და იქ თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში.
მათ საკმაოდ ბევრ პროფესიაში შეუძლიათ თავის გამოჩენა, მაგრამ გამორჩეულად იტაცებთ კულინარია, ბოტანიკოსობა და არქიტექტურა.
სკუმბრია 28.05 – 11.06
სკუმბრიას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან უბრალოებით და გულღიაობით, ბუნებრიობითა და თბილი, ალერსიანი მოპყრობით. მათ შეუძლით იამაყონ მახვილი ჭკუით, აღზრდილობითა და სიკეთით, თუმცა არ უყვართ თავის ქება და მორცხვობითაც ხასიათდებიან.
სკუმბრიები ძალიან ყურადღებიანები არიან ახლობელი ადამიანების მიმართ. დიდ ყურადღებას უთმობენ სულიერ ცხოვრებას და უყვართ ფილოსოფიური მსჯელობები. არ უყვართ ზედმეტი ფუფუნება და უფრო მიდრეკილები არიან ასკეტიზმისადმი.
ძირითადად იზიდავთ ისეთი პროფესიები, რომელსაც ჭკუა და აზროვნება სჭირდება, მათ შორის ხშირად შეხვდებით ფილოსოფოსებს, ლექტორ-მასწავლებლებს, ინჟინრებს, მათემატიკოსებს.
პირანია 12.06 – 27.06
პირანიას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია ახალი შთაბეჭდილებებისა და ეგზოტიკური შეგრძნებების ძიება.
ისინი ჩაკეტილი ნატურების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რადგან არ უყვართ საკუთარ თავზე ბევრი საუბარი, თუმცა შესაძლოა სრულიადაც არ იყვნენ ასეთები. ხშირად არიან მელანქოლიურები, თუმცა მალევე გამოდოან ამ მდგომარეობიდან.
პირანიები რომანტიკულები და სენტიმენტალურები არიან, გამოირჩევიან ჭკუითა და გამჭრიახობით, შეუძლიათ ჩაწვდნენ ადამიანის იდუმალ ფიქრებსა და ზრახვებს.
უყვართ, როცა დგანან აუდიტორიის წინაშე და სარგებლობენ მათი პატივისცემით. ძალიან მოსწონთ არქიტექტურა, მუზეუმები, კინოთეატრები და ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია შემეცნებასთან.
პირანიებს შორის ხშირად გვხვდებიან შესანიშნავი თეატრალები, კინომანები და ექსტრემალები.
ზღვის კატა 28.06 – 28.07
ზღვის კატის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან, არასოდეს არ იხევენ უკან სიძნელეებისა და წინააღმდეგობების წინაშე, რომელთაც შეიძლება ადგილი ქონდეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ან ოჯახში.
თუმცა, თუ სამსახურში ზღვის კატები შეუცვლელები არიან, ცდილობენ არ შეიმჩნიონ ოჯახურ პრობლემები და მას შედარებით მსუბუქად, ზერელედ უყურებენ.
ზღვის კატის ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებს იზიდავთ ასაკით უმცროს ქალბატონებთან ურთიერთობა, ხოლო ქალბატონებს ასაკით უმცროს მამაკაცებთან. ამიტომ ზღვის კატებს შორის ხშირია არათანაბარი ასაკობრივი ქორწინებები.
ზღვის კატის ნიშნის ქვეშ დაბადებულები წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროებში, თუმცა ყველაზე უკეთ ისინი თავს ართმევენ მზარეულის, მასწავლებლისა და მძღოლის პროფესიებს.
ქარიყლაპია 29.07 – 27.08
ქარიყლაპიის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, რომენტიკული, სენტიმენტალური და ცოტათი პანიკიორი ადამიანები არიან. გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით და მოხერხებულობით, შეუძლიათ ნებისმიერ გარემოსთან მარტივად ადაპტირება.
ქარიყლაპიები ძალინ მოქნილები არიან, ნებიმიერი რთული სიტუაციიდან შეუძლიათ წყლიდან მშრალად ამოვიდნენ.
ზოგჯერ შეუძლიათ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში, თუმცა მალევე შეიძლება ეს მდგომარეობა მათ ზედმეტ თავდაჯერებულობაში გადაიზარდოს.
ისინი შესანიშნავად ართმევენ თავს ისეთ სფეროებში მორვაწეობას, როგორიცაა – ჟურნალისტიკა, კადრებთან მუშაობა, მდივნის თანამდებობა.
ჰარიუსი 28.08 – 25.09
ჰარიუსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სკეპტიკოსები არიან, არ სწამთ ინტუიციის, მათი ნდობის მოპოვება რთულია. სანამდე ძირფესვიანად არ შეისწავლიან პიროვნებას, მანამდე მასთან არანაირ ურთიერთობას არ ამყარებენ.
“ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა” მათი ცხოვრები პრინციპს წარმოადგენს.
ჰარიუსების ინტერესის სფეროში ხვდება ყველაზე რთული და ღრმა საკითხები, რაც საფუძვლიან სწავლასა და შემეცნებასთანაა დაკავშირებული.
აინტერესებთ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კულტურასთან და მასთან მონათესავე პროფესიებთან, ამიტომ მათ შორის ხშირად შეხვდებით შესანიშნავ ფილოლოგებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, რედაქტორებს.
ნაფოტა 26.09 – 17.10
ნაფოტას ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხასიათდებიან შესანიშნავი თვისებებით – გამოიგონონ და შექმნან, მათ ოქროს ხელები აქვთ და ყველანაირ საქმეს წარმატებით ართმევენ თავს. თუმცა როცა ამას აკეთებენ, საკუთარი თავის ირგვლივ ვერაფერს ამჩნევენ. ამიტომ ძალიან ხშირად არ არიან საქმის ყურში უახლეს, მიმდინარე მოვლენებზე.
იმის გამო, რომ მუდამ ახალ, საინტერესო გამოგონებებზე ფიქრობენ, ისინი დაბნეულობით ხასიათდებიან და ხშირად ამის გამო შეიძლება სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ან ხიფათიც შეემთხვეთ, თუმცა იღბლიანებიც არიან და ასეთ სიტუაციებსაც ადვილად აღწევენ თავს.
ნაფოტას ნიშნის ქვეშ დაბადებულები წარმატებული არიან ყველა იმ სფეროში, რასაც ხელს მოკიდებენ, თუმცა ყველაზე მეტა წარმატებებს აღწევენ, თუ მუშაობენ მექანიკოსებად, ინჟინრებად, მკერავებად, კონსტრუქტორებად.
გოლიანი 18.10 – 17.11
გოლიანის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მიდრეკილი არიან მოვლენების გადაჭარბებულად შეფასებისკენ. ისინი გარკვეულწილად თავმომწონეები არიან, უყვართ ტრაბახი.
თუმცა უნდა ითქვას, რომ რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, შეიძლება ასეთ ურთიერთობებზე საუბრისას, ისინი არც აჭარბებდნენ, რადგან სასიყვარულო ურთიერთობები მათი სტიქიაა.
გოლიანები მომხიბვლელები და შემტევები არიან, შეუძლიათ მალე მოხიბლონ პარტნიორი, თუმცა ხანგრძლივ ურთიერთობას ისინი არ ინარჩუნებენ, რადგან ის, რაც პარტნიორში თავიდან თავბრუს ახვევთ და გადამწყვეტი მოქმედებებისკენ უბიძგებთ, მალევე წყინდებათ და ახალი პარტნიორის ძიებას იწყებენ.
გოლიანების შემტევი და მიმწოლი ხასიათი, აგრეთვე მომხიბვლელობა და შარმი წარმატებულს ხდის მათ მოღვაწეობას ნებისმიერ სფეროში, რომელშიც კი გადაწყვეტენ მოღვაწეობას.
კამბალა 18.11 – 12.12
კამბალას ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ძირითადად წყნარი, შეუმჩნეველი და უპრეტენზიო ადამიანები არიან, არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავის გამოჩენა.
მათ შესანიშნავი მეხსიერება აქვთ და თუმცა არც ჭკუა-გონების ნაკლებობას უჩივიან, ამჯობინებენ ჩრდილში ყოფნას.
კარიერულ წინსვლაში მართალია ამბიციურები არ არიან, მაგრამ ასეთი თვისების გამო ხშირად აღწევენ საკმაოდ მაღალ თანამდებობებს.
კამბალები წარმატებულები არიან ბევრ სფეროებში, მაგრამ მათი მოწოდება მაინც ადმინისტრაციული მოღვაწეობაა.
ლოქო 13.12 – 31.12
ლოქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ყველაზე მეტად გაწონასწორებული ადამიანები არიან, მათ გვერდით მყოფები თავს მყუდროდ და მშვიდად გრძნობენ.
ისინი თუნდაც ცუდ ხასიათზე იყვნენ და განწყობა გაფუჭებული ქონდეთ, ირგვლივ მყოფებს ამას არ აგრძნობინებენ.
ლოქოებისგან მოდის დადებითი მუხტი, მართალია ისინი ცოტათი მელანქოლიურები არიან, მაგრამ ამას საკუთარი თავის მიღმა არავის აგრძნობინებენ, პირიქით, ყოველთვის ძალუძთ დაამშვიდონ და შვება მოჰგვარონ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამას საჭიროებს.
ლოქოებს შორის ხშირად გვხვდებიან ექსტრასენსული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. ისინი სტაბილურები არიან ყველა სფეროში მოღვაწეობისას, თუმცა ყველაზე მეტად მათგან გამოდიან ნიჭიერი სწავლულები ზუსტი მეცნიერების დარგებში.
წყარო: www.aura.ge