“გაიგებ ვინ ხარ” – ლევან მათითაშვილი იარლიყების შესახებ

ლევან მათითაშვილი  საკუთარ თავთან ურთიერთობისა და თვითგამორკვევის შესახებ მოსაზრებას სოციალური ქსელების მომხმარებლებს უზიარებს. სულიერი ტრანსფორმაციის ტრენერი ფეისბუქში წერს:

“შენ თუ მართლა გინდა გაიგო, თუ ვინ ხარ რეალურად, მაშინ დასაწყისისთვის მოგიწევს მოიხსნა ის რაც შენს შესახებ მოიგონე.
ღრმა ბავშვობიდან შენ ძერწავ საკუთარი თავისთვის იმიჯს, სადაც მშობლების ყოველი სიტყვა, მასწავლებლების ყოველი შეფასება, გარშემომყოფების ყველა რეაქციები, ფენებად გიჯდება როგორც ნიღბები ერთიმეორეზე დაწყობილი და შენ მათ ეჩვევი, იცავ მათ, ასოცირებას ახდენ მათთან და დროთა განმავლობაში იწყებ დაჯერებას, რომ შენ ხარ ზუსტად ეგ კრებული, მაგრამ არასასიამოვნო სიმართლე, რომელსაც იშვიათად ამბობენ პირდაპირ არის, რომ რაც შენი საკუთარი თავის შესახებ იცი, ეგ არ ხარ შენ!
ეს არის კონსტრუქცია, ფსიქოლოგიური კრებული, ავტომატური პროგრამების კრებული, რომელიც არის ჩაწერილი ქვეცნობიერში ტკივილების დროს, შიშის, სტრესის და გარემოსთან ადაპტაციის აუცილებლობის გამო.
შენ დაგაქვს ძველი ჩანაწერი, რომელიც ოდესღაც დაგეხმარა გადარჩენისთვის, მაგრამ უკვე დიდი ხანია დაკარგა აქტუალურობა.
შენ თუ მართლა გინდა გაიგო რეალურად ვინ ხარ, მაშინ ნუღარ იმატებ მაგ ყველაფერს, არამედ სწორ გზაზე გადადი, რომელიც მოგიხსნის იმ ძველ ყველაფერს.
ის იარლიყები, ის დაჩვეული რეაქციები, მოსახსნელი გაქვს, ის ძველი იმიჯი, რომელსაც შენ იცავ მაშინაც კი, როდესაც გაყენებს ტკივილს მოსახსნელი გაქვს.
მაგ ყველაფრის მოხსნის შემდეგ იწყება კონტაქტის დამყარება საკუთარ რეალურ თავთან და გაიგებ ვინ ხარ შენ”, – ამბობს მათითაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები