სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში უამინდობის გამო, საოცრებათა მოედანზე, Maroon 5-ის კონცერტი გადაიდო. ინფორმაციის დასაზუსტებლად „კვირა +“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ არანაირი შემაფერხებელი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც შესაძლებელია, რომ კონცერტი გადაიდოს. კულტურის სამინისტროში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება.