გაერო: ადამიანთა დაუდევრობის გამო, უამრავ სახეობას გადაშენება ემუქრება

გაერო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ მსოფლიოში არსებული 8 მილიონამდე ბიოლოგიური სახეობიდან მილიონზე მეტს ადამიანის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის გამო გადაშენება ემუქრება. ინფორმაციას CCN-ზე ვკითხულობთ.

ანგარიშის თანახმად, დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობის ზრდა მათ მიერ გარემოს რესურსების კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით ათვისებას იწვევს.

ბიოლოგიური სახეობების გადაშენების პროცესი უფრო დაჩქარდა. გადაშენების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან: ამფიბიები (40%-ზე მეტი), რიფების წარმომქმნელი მარჯნების 33%, წყლის ცხოველების 1/3-ზე მეტი.

პლანეტიდან ბიოლოგიური სახეობების გაქრობაზე, ასევე, გავლენას ახდენს გლობალური დათბობა და კლიმატური ცვლილებები, ჰაერის დაბინძურება.

კომენტარები

სხვა სიახლეები