გადაცემა “ბიზნესკურიერში” წამყვანსა და სტუმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა


ტელეკომპანია “რუსთავი- 2 ის” ეთერში გადაცემა “ბიზნესკურიერში წამყვანსა და სტუმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გადაცემაში სტუმრად ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე იმყოფებოდა
მას გადაცემაში საუბრის გაგრძელების საშუალება იმის მერე არ მიეცა, რაც წამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა ვიქტორინაში მონაწილეობა შესთავაზა და ამაზე გადაცემის სტუმარმა უარი განაცხადა.
როგორც აკაკი გოგიჩაიშვილმა გიორგი ჩოგოვაძეს უთხრა, მისი ოპონენტების თქმით, ჩოგოვაძემ გასაუბრების დროს, საქართველოს ტურისტული პოტენციალის არცოდნა გამოავლინა, თუმცა ამის მიუხედავად, ის მაინც დაინიშნა ამ პოსტზე, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში ვაკანტური იყო. ჩოგოვაძის ამ ინფორმაციის გასაქარწყლებლად და იმის დასადასტურებლად, თუ რა ცოდნა აქვს მას საქართველოს ტურისტული პოტენციალისა, “ბიზნესკურიერმა” ვიქტორინაში მონაწილეობა შეთავაზა.

კომენტარები

სხვა სიახლეები