გადასცემს თუ არა რუსი მსახიობი მოგების შემთხვევაში ბინას ჯანო იზორიას?

მეგაშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე სეზონი დასასრულს უახლოვდება. ფინალში ერთმანეთის პირისპირ ორი მსახიობი – ანდრია გველესიანი და სტანისლავ ბონდარენკო დარჩნენ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ, თითქოსდა, “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალისტი რუსი მსახიობი, სტანისლავ ბონდარენკო, გამარჯვების შემთხვევაში, მისთვის კუთვნილ ბინას ჯანო იზორიას გადასცემს. ინფორმაცია სხვადასხვა საიტზე დავით ოქიტაშვილის სახელით გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით კულტურის პალატის პრეზიდენტი განმარტებას აკეთებს:
“მეგობრებო, მინდა ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო. ორაზროვნად იქნა გაგებული ჩემი კომენტარი, სტანისლავ ბონდარენკოს გეგმებთან დაკავშირებით. სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია და სათაურად დაწერეს ის, რაც უკვე არ განხორციელდება. ამაზე ტექსტში გასაგებად ვამბობდი, თუმცა ბევრი მხოლოდ სათაურს კითხულობს და, აქედან გამომდინარე, ატყდა ეს გაუგებრობა! მინდა ისევ განვმარტო, გუშინ დავწერე იმის შესახებ, თუ რას აპირებდა სტანისლავ ბონდარენკო მის და “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალისტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟამდე. ისევ ვიმეორებ, სტანისლავი საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვიდა და მისთვის უჩვეულო არ იქნებოდა ეს ნაბიჯიც, თუმცა მის მიმართ აბსოლუტურად დაუმსახურებელი დამოკიდებულების შემდეგ, მისი პოზიცია ახლა ასეთია: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ნამდვილი გამარჯვებული!
ჩვენ კი დავამატებთ: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და არა ერთეულებმა, რომლებიც, გამარჯვების შემთხვევაში, თვითონ არ გააკეთებდნენ არაფერს. ახლა პროექტის ფინალში ორი უნიჭიერესი მსახიობია და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ სტანისლავსაც და ანდრიასაც. ჩვენი მხრივ, საქართველოს კულტურის პალატა, გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც დღემდე აკეთებდა ქართული კულტურის მოღვაწეებისთვის! ამჯერად კი ჯანო იზორიასთვის გააკეთებს საქმით იმას, რაზეც სხვები მხოლოდ სტატუსებად საუბრობენ!” – წერს ოქიტაშვილი ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები