გადასახადების დამალვის გამო მოდელ ბარ რაფაელს ისრაელი 6,5 მილიონს ედავება

ისრაელის სასამართლომ მოდელ ბარ რაფაელის ქვეყნის ბიუჯეტში 6,5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. როგორც ისრაელის მედია წერს, მოდელმა ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ 2009 წლიდან 2010 წლამდე მუდმივად აშშ-ში ცხოვრობდა.
რაფაელი ამტკიცებდა, რომ იმ წელს მუდმივად აშშ-ში ცხოვრობდა და იმყოფებოდა ურთიერთობაში მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოსთან, ამიტომ სამშობლოში გადასახადების გადახდა არ ეკუთვნის.
ამასთანავე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რაფაელიმ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ისრაელთან ყველა კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი. ასევე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოდელი ჯერ კიდევ მათი ქვეყნის რეზიდენტია. მოსამართლემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ლამაზმანს აშშ-ში მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა.
ბარ რაფაელის უფლებადამცველები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას აპირებენ.
როგორც ცნობილია, ბარ რაფაელი და ლეონარდო დიკაპრიო ერთმანეთს 2011 წელს დაშორდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები