“გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან” – თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი დაუდასტურდა “რუსთავი 2”- ის ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს. ვირუსი მას, სავარაუდოდ,  თაკო ჩარკვიანისგან გადაედო.

“მეგობრებო, პირველ ყოვლისა, მადლობა და ბოდიში – ვერ გპასუხობთ.
დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც, დიდი ალბათობით, გადმომედო რესპოდენტისგან – სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგსა და სახსრეში.
მესმის, რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ, ჯერ ექიმიც არ მინახავს.
ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა, ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან, რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან.
დავემატე ხვალინდელ სტატისტიკაც, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს”, – წერს ცხომელიძე სოცქსელში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები