გადაარჩინა თუ არა სინამდვილეში კევინ კოსტნერმა მეუღლე ზვიგენისგან?

 

უცხოურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობმა კევინ კოსტნერმა მეუღლე ზვიგენისგან დაიცვა. ჟურნალისტებმა ამ ამბავს ასეთი ინტერპრეტაცია მისცეს: „კევინი და კრისტინი სანტა-ბარბარას ნაპირთან დაცურავდნენ აკვალანგებით. უცებ კოსტნერმა გიგანტური ზვიგენი-კაციჭამია დაინახა. მონსტრმა გიგანტური პირი გახსნა და კრისტინისკენ დაიძრა. კევინმა მეუღლე გადასწია და ურჩხულს დაეტაკა – ცხვირში დაარტყა და, როგორც ეს უცნაური არ უნდა იყოს, ზვიგენმა მსახიობი არ შეჭამა, მან უკან დახევა ამჯობინა“.

ცოტა ხანში მსახიობმა ამ თემაზე განცხადება გააკეთა: „ძალიან გამიხარდებოდა საკუთარი თავის ხილვა გმირის ამპლუაში, თუმცა ეს ისტორია მხოლოდ ნაწილობრივი სიმართლეა. ჩემი მეუღლე, მართლაც, გადაურჩა ზვიგენს, კიდევ კარგი, დიდმა ტალღამ კრისტინი ნაპირზე გადმოაგდო. თუმცა მე ამ დროს ლონდონში გადაღებებზე ვიმყოფებოდი, ამიტომ კრისტინს ვერანაირად დავეხმარებოდი“, – აღნიშნა კოსტნერმა ერთ-ერთი ტელეშოუს ეთერში.

კომენტარები

სხვა სიახლეები