გაგისინჯავთ თუ არა გლდანის შაურმა? – ამ სახალისო კითხვით „რუსთავი2“-მა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატებს მიმართა.
ლევან კობიაშვილი, „ქართული ოცნება“:
„წარმოუდგენელია, გლდანელ კაცს, მით უმეტეს, მაჟორიტარს გლდანის შაურმა არ ჰქონდეს გასინჯული“.
ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“:
„კი, გამისინჯავს. ვცდილობ, წონა შევინარჩუნო, თუმცა, კვირაში ერთხელ მაინც წამიცდება ხოლმე ხელი“.
გიგლა მიქაუტაძე, „ლელო“:
„რა თქმა უნდა, გამისინჯავს. ძალიან გემრიელია, ოღონდ პატარას, 9-ლარიანს ვჭამ ხოლმე და ლანჩზე სიამოვნებით დავდივარ ჩემს გუნდთან ერთად“.
მერაბ ჭიქაშვილი, „პატრიოტთა ალიანსი“:
„სხვათა შორის, გლდანის შაურმა ბოლოს გუშინ მივირთვი თქვენს კოლეგებთან ერთად. გადაღებაზე იყვნენ მოსულები ჩემთან“.