გაბრაზებული კატის მეპატრონემ ასიათასობით დოლარი იშოვა

„გაბრაზებული“ კატა-მემეს პატრონმა ტაბატა ბანდესენმა ამერიკულ კომპანია „Grenade“-ს საავტორო უფლებებთან დაკავშირებული სასამართლო მოუგო და ასიათასობით დოლარი „გამოსტყუა“. „Grenade”-ის წარმომადგენლებმა გაბრაზებული კატის გამოსახულება ყავა „Grumppuccino“-ს რეკლამისთვის გამოიყენეს, რის გამოც, მათ კატის მეპატრონესთან კონტრაქტი დაარღვიეს და ქალბატონს 150 ათასი დოლარიც გადაუხადეს, მაგრამ კატის იგივე გამოსახულების გამოყენება შემდეგ უკვე, სხვა პროდუქტებზეც დაიწყეს, ასევე, გამოუშვეს თემატური მაისურები მემეს გამოსახულებით.

მას შემდეგ, რაც კატის პატრონმა კომპანიას კონტრაქტის დარღვევისთვის უჩივლა, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ სიმართლე მის მხარესაა და კომპანიას 710 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს. ბანდესენი ვერდიქტით კმაყოფილია და თვლის, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.
კატა-მემე „Grumpy Cat”, რომლის ნამდვილი სახელი ტარდარ სოუსია, პოპულარული ინტერნეტში 2012 წელს გახდა. გაბრაზებული ცხოველის ფოტოები მაშინ „Reddit”-ზე გამოქვეყნდა და ინტერნეტ-მომხმარებლის გულები დაიპყრო. “ფეისბუქში” “Grumpy Cat“-მა _ რვა მილიონი, ხოლო „ინსტაგრამზე“, 2,4 მილიონი გამომწერი დააგროვა. მეპატრონეს კი ამ პოპულარობამ, სარეკლამო კონტრაქტების მეშვეობით, 100 მილიონი დოლარი მოუტანა.

კომენტარები

სხვა სიახლეები