„გააცნობიერეთ, რამდენად დამოკიდებული ხართ სოციალურ ქსელზე“ – ფსიქოლოგები დაავადებაზე, რომელიც თანამედროვეობის სენია
ვირტუალური სამყარო ჩვენი ცხოვრების ერთ–ერთი მთავარი თანმდევი რომ გახდა, ამაზე ყველა თანხმდება. ბევრი ადამიანი კი დამოკიდებულიც კია სოციალურ ქსელზე იმდენად, რომ მთელი არსებით ვირტუალურად ცხოვრობს და რეალობას სერიოზულადაა აცდენილი.
აღნიშნულთან მიმართებით ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ. მათი რჩევების შესახებ “mshoblebi.ge” წერს:
გააცნობიერეთ, რამდენად დამოკიდებული ხართ სოციალურ ქსელზე, გადააფასეთ ღირებულებები და გააანალიზეთ, რატომ არის ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.
დღეში გამოყავით რამდენიმე საათი, რომელსაც სოციალურ ქსელს დაუთმობთ, შესაძლოა კვირაში ერთი დღე დავაწესოთ, როდესაც საერთოდ არ გამოიყენებთ კომუნიკაციის ამ საშუალებას.
ოჯახურ ცხოვრებაში მეტი ხალისის და ფერების შეტანა სცადეთ, უყურეთ მოვლენებს პოზიტიურად და გაცილებით მეტად სასიამოვნოდ აღსაქმელი გახდება თუნდაც რუტინული საოჯახო საქმეები.
გამოყავით დრო მეგობრებთან და ახლობლებთან რეალური კომუნიკაციისათვის.
იფიქრეთ სასარგებლო, საინტერესო, პროდუქტიულ საქმეზე, რომელიც შეიძლება გავაკეთოთ სოციალურ ქსელში დროის დაკარგვის სანაცვლოდ.
დაკავდით ახალი ჰობით, მოუსმინეთ გარშემო მყოფებს და გადააფასეთ თქვენი სოციალური კომუნიკაციის ჩვევები. თუ მეგობრები, ახლობლები გეუბნებიან, რომ გახდით უფრო იზოლირებული, კარგად დაფიქრდით ამ საკითხზე.