“გააჩინეთ, ხალხო, კიდევ ერთი შვილი მაინც!”

პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე “ფეისბუქგვერდზე” მეტად ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებს:

“დღეს ვნახე ნუცა ალექსი-მესხიშვილისსრულიად არაჩვეულებრივი ფილმი ,,ფელიჩიტა/ბედნიერება” ზაირა არსენიშვილის ბრწყინვალე მოთხრობის ,,ქალმა ქმარი დაიტირას” მიხედვით. ჰოდა, ისედაც ადუღებული ვარ ამ დღეებში. საქმე ისაა, რომ ბოლო აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით,საქართველოს მოსახლეობა უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მილიონ შვიდასი ათასი კაცით არის შემცირებული. ეს ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის კატასტროფაა, გაეროს პროგნოზის მიხედვით, საქართველო ,,მილევადი” ერია, რომლის არსებობაც 2050 წლისათვის სათუოა.

არ ვიცი, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. ჩვენ ექვის და-ძმა ვართ. 5 და

მყავს და მეექვსე მე ვარ. ერთხელ ჩემს მესამე დას დედაჩემისთვის უსაყვედურია, ამდენ შვილებს რომ გვაჩენდი, მარტო იმაზე ფიქრობდით, რომ ბიჭი გყოლოდათო! დედამ შემომხედა და მითხრა: შეიძლება არ დაიჯერო ახლა, მაგრამ ბიჭზე საერთოდაც არ მიფიქრია, მიხაროდა, ახალი სიცოცხლე რომ ჩნდებოდაო. ჩვენ ყოველთვის ვიყავით საშუალო შეძლების ოჯახი, შეიძლება ითქვას, ღარიბებიც. არც ჩემს დებს ჰქონიათ დიდად დალხენილი ყოფა, მაგრამ დღემდე გვაქვს მთავარი სიმდიდრე – ერთმანეთი და ერთმანეთის დიდი სიყვარული. ჰოდა,რატომ გეუბნებით ამას: გააჩინეთ, ხალხო, კიდევ ერთი შვილი მაინც! მე, მაგალითად, ჩემი 41 წლის მიუხედავად, ვაპირებ! ახლა ნამდვილად ვაპირებ, მიუხედავად სიღარიბისა, მიუხედავად მილიონი პრობლემისა. გკოცნით და გეფერებით თითოეულ ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს! ეს მიწა ხალხით უნდა ჟრიამულობდეს! სიცოცხლეს გაუმარჯოს!

კომენტარები

სხვა სიახლეები