კამპანიის “გაატარე ზაფხული საქართველოში” (Spend your summer in Georgia) მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციას, მიიზიდოს ტურისტები. კამპანია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შედეგად შეიქმნა.
Spend your summer in Georgia – მსგავსი სახელწოდებით შეიქმნა “ფეისბუქჯგუფი”, რომელსაც უკვე საკმაოდ ბევრი წევრი ჰყავს. ჯგუფში მხოლოდ ქართველები არ არიან – აქ მრავლად შეხვდებით უცხოელებსაც, რომლებიც ახლო მომავალში საქართველოში დასვენებას აპირებენ.
ჟულია ფიორე (საფრანგეთი): საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და წელსაც აუცილებლად ვესტუმრები ამ ქვეყანას. ქუთაისის აეროპორტში დავფრინდები და ვაპირებ, მთელი საქართველო შემოვიარო.
ფრანცისკო ვილენა (ესპანეთი): ვაპირებ, საქართველოს ვესტუმრო ამ ზაფხულს, რაც ძალიან მაბედნიერებს.
კალი აბინსონი (აშშ): უბედნიერესი ვარ იმ ფაქტით, რომ საქართველოში ვიმოგზაურებ. მოვდივარ მეგობრებთან ერთად!
რამილ ნადიროვი (აზერბაიჯანი): გაძლიერდი, საქართველო. მე ჩემს მეორე სამშობლოში ვაპირებ დასვენებას!
ჯონ სალვადორ (მალაიზია): სალამი მალაიზიიდან. აგვისტოში თბილისს ვესტუმრები.
ანა სიტეკი (პოლონეთი): მოგესალმებით, მე ვაპირებ რამდენიმე დღის გატარებას საქართველოში. მინდა, გვერდით დაგიდგეთ და გაგაძლიეროთ.
გენრიტ ბუჯუპი (გერმანია) :„მოგესალმებით ყველას. გერმანიაში უამრავი ქართველი მეგობარი მყავს. თქვენი ემოციაც ძალიან კარგად მესმის, რადგან კოსოვოდან ვარ. მომწონს ქართველები, თქვენი კულტურა, მოუთმენლად ველოდები ჩემს შემდეგ მოგზაურობას საქართველოში.
გაუმარჯოს საქართველოს!“
ამრ ზეინი :”მოგესალმებით ეგვიპტიდან!აგვისტოში ვაპირებ, საქართველოში 3 კვირა გავატარო. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას და ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის ნახვას.”