ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელშიც “ჰონდას” მარკის ავტომობილს უკან ძაღლი ჰყავს მიბმული. სურათს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მანქანის მძღოლიც ქარ-ცეცხლში გაატარა სოციალური ქსელის მომხმარებელმა. “კვირა+”-ის ინფორმაციით, შინაური ცხოველი რამდენიმე დღის მკვდარია. შუა გზაზე ძაღლს სავრაუდოდ მანქანამ დაარტყა და დატოვა ადგილზე. “ჰონდას” მარკის ავტომობილის მძღოლმა რამოდენიმე დღის მკვდარი ცხოველი, რომელიც მოძრაობასაც აფერხებდა, გზიდან მოშორებით წაიყვანა და დამარხა.