ბულგარეთში ქართველი ყალბი მართვის მოწმობით „ტაქსაობისთვის“ დააკავეს

31 წლის ქართველი სოფელ სოპოტასთან ბულგარელმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

საქართველოს მოქალაქე „მაზდას“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც პოლიციამ გააჩერა. გარდა იმისა, რომ მას უკრაინული ყალბი მართვის მოწმობა ჰქონდა, ასევე, არ გააჩნდა სალარო აპარტი, რაც, ადგილობრივი კანონმდებლობით, ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა.
საქართველოს მოქალაქეს 2 ბრალდება უკვე წაუყენეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები