ბუზის გამო ნერვებმოშლილმა მოხუცმა სახლის ნახევარი ააფეთქა და ხელები დაიწვა

უცნაური შემთხვევა საფრანგეთში – BBC-ს ცნობით, ბუზის გამო ნერვებმოშლილმა მამაკაცმა სახლის ნახევარი ააფეთქა.

80 წლის მამაკაცი ვახშმად მაგიდასთან დაჯდა, რა დროსაც ბუზი შენიშნა, რომელიც მის გარშემო დაფრინავდა. მისმა ხმამ მოხუცი ძალიან გააღიზიანა და ყველაფერი მოიმოქმედა მწერის გარეთ გასაგდებად, თუმცა, უშედეგოდ.

მოგვიანებით, მწერებისთვის განკუთვნილი ელექტრორაკეტის გამოყენება გადაწყვიტა, თუმცა, ვერ შენიშნა, რომ ერთერთ ოთახში ავზიდან ბენზინი იყო გადმოღვრილი, რომელთანაც რეაქციაში ელექტრო რაკეტა შევიდა და აფეთქება გამოიწვია.

მოხუცი გადარჩა, მაგრამ ხელების დამწვრობა მიიღო, სახლის ნახევარი კი დაიწვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები