ბუდას 25 გაკვეთილი, რომელიც მღელვარებისგან გაგანთავისუფლებთ

გაეცანით დიდებულ სულიერ მოძღვარს, რომელიც არაფერს გავალდებულებთ, მაგრამ ბევრ რამეს განმარტავს:

1. სიმშვიდე თქვენშია. ნუ ეძებთ მას გარეთ.

2. როცა გონება ნათელია, სიხარული თან გახლავთ როგორც ჩრდილი და არასდროს გტოვებთ.

3. ჩვენ ჩვენი ფიქრებისგან ვართ ფორმირებული. ჩვენ ის ვხდებით, რაზეც ვფიქრობთ.

4. ჯანსაღი გონებისა და სხეულის საიდუმლო იმაშია, რომ არ ჩაიციკლოთ წარსულზე, ნურც ბევრს იდარდებთ მომავალზე და გააზრებულად იცხოვრეთ დღევანდელი დღით.

5. ბრაზობდე იგივეა, ხელის გულებში ცხელი ნაკვერჩხალი გეჭიროს და სხვაზე მიგდებას ლამობდე – ნაკვერჩხალი პირველ რიგში თქვენ დაგწვავთ.

6. თქვენი ცხოვრების მიზანია – იპოვოთ თქვენი მიზანი და მას მიუძღვნათ მთელი გული და სული.

7. სულელი, რომელმაც საკუთარი სისულელე იცის, ამით უკვე ბრძენია, ხოლო სულელი, რომელსაც თავი გენიოსად მოაქვს, როგორც იტყვიან – ჭეშმარიტად სულელია.

8. ყოველ დილით თავიდან ვიბადებით. მხოლოდ იმას აქვს ნამდვილი მნიშვნელობა, რასაც ახლა აკეთებთ.

9. ამ ქვეყნად ვნებაზე დიდი ხანძარი არ არსებობს. სიძულვილი ზვიგენზე უფრო სასტიკია და ქარიშხალი იმაზე გამანადგურებელი, ვიდრე სიხარბე.

10. ბედნიერება არ გამომდინარეობს იქიდან, თუ ვინ ხართ თქვენ, ან რა გაგაჩნიათ. ის გამომდინარეობს იქიდან, თუ რას ფიქრობთ.

11. თქვენი სიბრაზის გამო არ განიკითხებით, სიბრაზე თავად დაგსჯით თქვენ.

12. გესმოდეს ყველაფერი ნიშნავს, ყველაფერი აპატიო.

13. უმჯობესია, ათასჯერ შეცდე, ცუდი ადამიანი წმინდანად მიიღო, ვიდრე ერთხელ წმინდანი გაიძვერად მოგეჩვენოს.

14. სიძულვილი არასდროს გაქრება სიძულვილით, არამედ მხოლოდ სიყვარულით.

15. ყველაფერი, რაც ვართ – ეს ჩვენი ფიქრების შედეგია.

16. არსებობის მთელი საიდუმლო შიშისგან განთავისუფლებაა. ნუ შეგეშინდება იმის, რაც მოგივა, ამით შენი მომავალი არ შეიცვლება, სანაცვლოდ, ახლანდელი დრო იქნება მშვიდი.

17. ბედნიერებისკენ გზა არ არსებობს. ბედნიერება სწორედ გზაა.

18. ტკივილს ვერ გაექცევი, მაგრამ ტანჯვა თითოეული ჩვენგანის პირადი არჩევანია.

19. ბედნიერება არასდროს მივა მასთან, ვინც არ აფასებს, რაც ახლა გააჩნია.

20. ერთი სანთლით ათასი სანთლის ანთება შეგიძლია, და ამით მისი სიცოცხლე ხანმოკლე არ ხდება. ბედნიერება არ მცირდება, როცა უზიარებ.

21. თუ ხელი დაშავებული არ გაქვს, შეგიძლია, საწამლავი დაიჭირო. არარსებულ ჭრილობას საწამლავი ვერ ავნებს. ვინც ბოროტებას არ სჩადის, ვერც ბოროტება აყენებს ზიანს.

22. ყველაზე მოაზროვნე ადამიანიც კი გასულელდება, თუ არ განავითარებს ახალ შესაძლებლობებს.

23. ერთი სასარგებლო სიტყვა, რომლის მოსმენისას მშვიდდები, ათას მოხსენებაზე უკეთესია, რომლებიც უსარგებლო სიტყვებითაა გაჯერებული.

24. არხების გამყვანი წყალს უშვებს, მშვილდოსნები მშვილდს შეაკეთებენ, მედურგლეები ხეს დაამუშავებენ, ბრძენები კი თავს იმდაბლებენ.

25. გაიმარჯვე საკუთარ თავზე და ათას გამარჯვებას მოიგებ.

წყარო:http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები