“ბუბა კიკაბიძე 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში აღარ ჩამოდის, თქვენ ჩამოდიხართ… აგრძელებთ მასთან მეგობრობას?” – ნანი ბრეგვაძის პასუხი

ნანი ბრეგვაძემ რუსულ ტელეარხზე ცნობილ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. სტუმრად პოზნერთან მან ბევრ თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი შეკითხვა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს და მის რუსეთთან დამოკიდებულებასაც შეეხო.
გადაცემის წამყვანმა ნანი ბრეგვაძეს სთხოვა შეეფასებინა კიკაბიძის ნაბიჯი (2008 წლის ომის შემდეგ ბუბა კიკაბიძე რუსეთში აღარ ჩადის). როგორც ბრეგვაძემ განაცხადა, ბუბა, როგორც მამაკაცი, შეურაცხყოფილია. ნანი ბრეგვაძის თქმით, მას უყვარს რუსი ხალხი, მაგრამ დიდი ხანია მოსკოვში დიდი სოლო კონცერტი არ გაუმართავს, აქ მხოლოდ “ფულის გამოსამუშავებლად” ჩამოდის, ბუბა ძალიან განიცდის, რადგან მის “პატარა ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები დგანან და არაკორექტულად იქცევიან”.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=wZ_Q_O0sdYw&feature=youtu.be[/youtube]

წყარო:http://www.palitratv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები