“ბრძოლის ხაზზე ჩავაკითხე მეუღლეს…საზარელი ღამე იყო” – რას წერს ჟურნალისტი აგვისტოს ომზე

ჟურნალისტი ეთერ სადაღაშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საკუთარ ისტორიას იხსენებს.

“ბრძოლის ხაზზე ჩავაკითხე მეუღლეს… ვიწრო სოფლის გზებზე გამოქცეული ტანკები, ჯავშანტექნიკა, სამხედროები და სასწრაფოს მანქანები მხვდებოდნენ…. სიბნელეში მორბოდნენ ჩამქრალი ფარებით… ათასობით ჯარისკაცი… საზარელი ღამე იყო. ,,ჯარისკაცის მამასავით” დავრბოდი – ხელების ქნევით და ბოლო ხმაზე ვყვიროდი ჩემი ქმრის ბატალიონის ნომერს და ვერ ვპოულობდი……
მერე გორის ჰოსპიტალის წინ, დაცლილ ქალაქში, ხეებზე გამოკრულ ფურცლებზე ვეძებდი მის გვარსა და სახელს მიცვალებულებსა და დაჭრილებში….
ამ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელია…
თავზე გადაფრენილი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ისე ახლოს და დაბლა მოფრინავდა, რომ მე და მფრინავმა ერთმანეთს თვალებში შევხედეთ. დაუჯერებელია, ჰო? დაუჯერებლად ჟღერს….”, – წერს სადაღაშვილი სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები