ბრძენი ქალის რჩევა ახალგაზრდა გოგონებს

ადამიანებს შორის ურთიერთობები მარტივი უნდა იყოს და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ის – გენიოსი – ფიზიკოსი თუ უბრალო მუშა, რა განათლება აქვს და რამდენ ენაზე საუბრობს. მთავარია, რომ თქვენ მასთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობდეთ. თუ თქვენ ეს ადამიანი დეპრესიამდე მიგიყვანთ და ეს ურთიერთობა სიამოვნებას არ განიჭებთ, და თუ მას უყვარს სიტყვები: „მე მზად არა ვარ“, უნდა დავიცადოთ“, უნდა მოვიფიქრო“, „ეს ძალიან რთულია“, – მაშინ სჯობს ამ ურთიერთობებს თავი დაანებოთ. თქვენ ამით არაფერს არ დაკარგავთ.
ურთიერთობები მარტივი უნდა იყოს – თქვენ ხომ ამ ადამიანისგან შვილი უნდა გეყოლოთ, მთელი სიცოცოხლე ერთად გაატაროთ, იაროთ სტუმრად, ანუ ძალიან მარტივი რამ აკეთოთ. და თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს არ შეგეხებათ, ძალიან ცდებით.
აი როგორ ხდება – თავიდან თქვენ ოცნებობთ მაღალ, ლამაზ, მდიდარ, პერსპექტიულ, სექსუალურ, რომანტიკულ ადამიანზე, ხოლო მოგვიანებით თქვენ ხვდებით, რომ გჭირდებათ უბრალოდ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ენდოთ და რომელიც თქვენს გვერდით მარტო მაშინ კი არ იქნება, როდესაც თავად მოესურვება, არამედ ყოველთვის, ამიტომ საიმედოობა ძალზე მნიშვნელოვანი თვისებაა.
20 წლის ასაკში თქვენ გსურდათ, რომ გაგეცნოთ მამაკაცი, რომელიც სუპერმანქანით მოვიდოდა, გაჩუქებდათ ყვავილებს, პირდაპირ ტუჩებში გაკოცებდათ და რომ თქვენ დატკბებოდით მისი ლამაზი თვალებით.
მაგრამ მოგვიანებით ხვდებით, რომ ეს სულაც არ არის მნიშვნელოვანი. რა განსხვავებაა, ლამაზია ის თუ არა, მაღალია თუ დაბალი, ტანადია თუ მსუქანი?! ყველაფერი, რაც მისგან გჭირდებათ, იმის შეგრძნებაა, რომ ამ ადამიანთან ჭირშიც და ლხინშიც ერთად იქნებით, ნებისმიერ განსაცდელს ერთად გადაიტანთ, და რომ მის გარეშე ბევრად უარესად გრძნობთ თავს, ვიდრე მასთან ერთად.

კომენტარები

სხვა სიახლეები