ინგრედიენტები:
თეთრი პური – 2 ნაჭერი,
ნაღების ყველი – 2ჩ/კ.
მარწყვის სოუსი – 2 ჩ/კ.
მარწყვი – 6 ცალი,
პიტნა – 2 ფოთოლი.
მომზადების წესი: მარწყვი შუაზე გავჭრათ. პიტნა წვრილად დავჭრათ. პურის ორივე ნაჭერს ნაღების ყველი წავუსვათ. შემდეგ მარწყვის სოუსი მოვასხათ და მარწყვი დავადოთ. ბოლოს პიტნით მოვრთოთ.