ბრმად-მადიდებლები – ფანატიზმი ქართულად, ანუ ვინ გვარცხვენს?!

საქართველოში არსებობენ მართლმადიდებლები, ათეისტები, ისლამის მიმდევრები, იეჰოვას მოწმეები და სხვები.

თუმცა, რა საქართველო ვიქნებით, თუ ამაშიც არ გამოვავლინეთ რადიკალიზმი და არ დავამახინჯეთ ეს ორი ცნებაც. შესაბამისად, გამოვყოთ ამ ორი განშტოების უკიდურესი ფორმები, მოცემულ შემთხვევაში კი – განვიხილოთ ერთერთი მათგანი, პირობითად “ბრმადმადიდებლები”, იგივე ზომბები.

განვიხილოთ მათი დამახასიათებელი ნიშნები, ამოცნობის შემთხვევაში კი – გირჩევთ თავი შეიკავოთ მათთან ურთიერთობისგან ან დაეთანხმეთ ყველაფერში, პოლემიკაში შესვლა – გარწმუნებთ, სახიფათოც შეიძლება გახდეს.

თუ ამ ჩამონათვალიდან 3-ზე მეტი თქვენია, სასწრაფოდ მიმართეთ ფსიქოლოგს, თუნდაც ეკლესიის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილს, მანამ, სანამ გვიან არ არის:

mamao

  1. გამოირჩევიან 80-იანი წლების ჩაცმულობით, ყველა კეთილ საქმეს მიაწერენ უფალს და ხშირად იყენებენ ფრაზებს: ღვთის წყალობით, უფალი შეგვეწიოს, ღმერთის დახმარებით, ღმერთო მაპატიე და ა.შ. ანუ ადამიანები არაფერ შუაში ვართ, ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ეს უფალს სურს ასე, შესაბამისად: მკვლელობებიც, ტერაქტებიც და ეს საზოგადოების „განწმენდას“ ემსახურება.
  2. ბრმადმადიდებელი მშობლები აიძულებენ მარხვაზე ყოფნას 5-6 წლის შვილებს და შვილიშვილებს, აზეპირებინებენ სამარხვო პროდუქტების ჩამონათვალს და აიძულებენ “სულის განწმენდას”
  3. გამოხატავენ განსაკუთრებულ აგრესიიას: “პიდარასტების”, “ბოზების”, “ურჯულოების” მიმართ.
  4. გარდა ჩამოთვლილისა, საყვარელი სალანძღავი სიტყვებია: “ევროპა”, “თანამედროვე”, “გრანტით დაფინანსებული”, “ენჯეოშნიკი”, “სექსი” “კაზანტიპი”, “იუნა შაფათავა”, “თინა მახარაძე”, “თეა თუთბერიძე”, “ერეკლე დეისაძე”.
  5. მესამე სადღეგრძელო: პატრიარ-ხ-ის, ნუ პირველიც: ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა… ხოლო ვინც ამ სადღეგრძელოების თქმაზე უარს იტყვის, მომენტალურად სუფრის სხვა წევრების რისხვა ატყდება თავს… სადღეგრძელო უნდა დალიოს ევროპელმაც, ისლამის მიმდევარმაც და სხვამაც, იცნობენ თუ არა პატრიარქს.
  6. ურჯულოებთან, ბოზებთან და პედერასტებთან ბრძოლის იარაღი: ტაბურეტი, ჭინჭარი, ქვები, მუშტები, გვხვდება ცივი იარაღიც…
  7. არ აქვთ მსჯელობის და არგუმენტირების უნარი და უკვე მეორე ფრაზიდან გადადიან დედის გინებაზე, ყვირილზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი – ღმერთის სახელით, შესაბამისად, ცოდვაში არ ეთვლებათ. განსაკუთრებულ სიმამაცეს ავლენენ ფეისბუქ კომენტარებში, არიან აგრესიულები და რბილად რომ ვთქვათ ლაფში სვრიან ეკლესიის სახელს.
  8. სვამენ, ეწევიან, ჩხუბობენ, იგინებიან, მაგრამ ხანდახან იცავენ მარხვასაც და მარხვის შემადგენელ ერთერთ წესს განსაკუთრებით: იშვიათად აქვთ სექსი, მართალია იმიტომ, რომ უბრალოდ პარტნიორის შოვნა უჭირთ, მაგრამ მერე რა, არ აქვთ და მორჩა, მიზეზი ვისი რა საქმეა?!
  9. თვლიან, რომ მართლმადიდებლობის გარეშე არ იარსებებდა ერთგულება, სიყვარული, პატიოსნება, მეგობრობა – შესაბამისად – ყველა სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებს (კათოლიკეებს, ბუდისტებს, ათეისტებს, ა.შ.) თვლიან ბოზებად და წარმოდგენაც არ აქვთ, რომელ საუკუნეში შემოვიდა საქართველოში ქრისტიანობა და იმაზეც, რომ ლოგიკურია სიყვარულის, ერთგულების, მეგობრობის მანამდე არსებობაც;
  10. თვლიან, რომ ყველა მწეველი ქალი სიძვის დიაცია, ხოლო ქვრივი, რომელიც მეორედ თხოვდება – შეურაცხყოფას აყენებს გარდაცვლილი მეუღლის სულს!
  11. სწამთ, რომ ცოლი ქმარს უნდა ბანდეს ფეხებს, ცხოვრობდეს მის მორჩილებაში და შეასრულოს ქმრის ყველა ბრძანება!
  12. თვლიან, რომ ყველა მღვდელი, დედამიწაზე მოვლენილი ღმერთია, შესაბამისად, მათი მსუბუქი კრიტიკაც კი – მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება;
  13. ყველაზე ძლიერი წიგნი, ისტორიული, ლიტერატურული, მხატვრული და სხვა ღირებულებებით – არის ბიბლია, წაუკითხავთ რამდენჯერმე და ძირითად შემთხვევაში, ეს მათ მიერ წაკითხული ერთადერთი წიგნია, თუმცა უჭირთ აზრის გამოტანა და თავისებურად ასრულებენ ყველაფერს.
  14. არიან რასისტები და თვლიან, რომ “ზანგები” ცოდვების გამო გაშავდნენ, შესაბამისად მათთან მეგობრობასაც კი კატეგორიულად გამორიცხავენ!
  15. თვლიან, რომ პლასტიკური ოპერაცია მომაკვდინებელი ცოდვაა და უფალმა როგორიც გაგაჩინა, ისეთი უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები!
  16. აქვთ სალოცავი კუთხეები ყველგან, სახლში, მანქანაში, სამსახურში და ამით თავს დაცულად გრძნობენ, თუმცა ხშირად – აფექტურ მდგომარეობაში ზუსტად ამ “ხატების წინაშე” ყვირიან, იგინებიან და მუშტებსაც იქნევიან;
  17. თვლიან, რომ აიდი ბარათები, ენერგეტიკული სასმელები, სიგარეტი – სატანის იარაღია დედამიწაზე და ჩვენ მისი მონები ვართ, ვინც ამ ყველაფერს ვიყენებთ;
  18. მათი აზრით მორწმუნე ადამიანები კვდებიან იმიტომ, რომ ღმერთს საუკეთესოები თავისთან უნდა, ხოლო “ურჯულოები” კვდებიან იმიტომ, რომ ისჯებიან ცოდვებისთვის – ესეც ერთი და იგივე მოვლენის ორმაგი განმარტება.
  19. მომაკვდინებელი ცოდვაა სუროგაცია, სექსი სიამოვნების მისაღებად (სექსი მხოლოდ ბავშვისთვის უნდა ხდებოდეს) და სხვა “მისთანანი”…
  20. ყველა ადამიანში, ვისაც მათგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ, ხედავენ მტერს და ლანძღავენ უკანასკნელი სიტყვებით, ეკლესიის სახელით და ამ დროს აღარც ბიბლია ახსოვთ და აღარც ათი მცნება;
  21. ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზებია: ღმერთის წყალობით და ბოზისშვილივიყო;
  22. სამართლის აღსრულების ძირითადი ფორმაა ძალადობა, შესაბამისად დიდად არ განსხვავდებიან პარიზში ტერაქტის მომწყობი საზოგადოებისგან;
  23. აგრესიას გამოხატავენ, ვინც მათ რელიგიაზე იხუმრებს, თუნდაც მსუბუქად, თავად კი აქტიურად „ჭორაობენ“ და დასცინიან იეჰოვას მოწმეებს, ბუდისტებს, ისლამის მიდევრებს და სხვა რელიგიების წარმომადგენლებს და სწამთ, რომ სამოთხეში მხოლოდ ისინი მოხვდებიან.

და მათ გვერდით არსებობენ მართლმადიდებლები, რომლებსაც აქვთ საკუთარი შეხედულებები, თუ რწმენა, პატივს სცემენ სხვების ფასეულობებს, არ თვლიან რელიგიურ მრწამსს ადამიანის შეფასების კრიტერიუმად, არ აყენებენ შეურაცხყოფას მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს და ცხოვრობენ უბრალოდ მშვიდად და ბედნიერად.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სამწუხაროდ იმდენად ბევრი „ბრმადმადიდებელია“ დღეს საქართველოში, რომ ის „მართლმადიდებლობასთან“ იგივდება და ხშირად ჩვენც გვიწოდებენ ზომბებს.

მოკლედ, ბრმადმადიდებლები, საღად მოაზროვნე მართლმადიდებლებს უბრალოდ გვარცხვენენ და სამწუხაროა, როცა ყველა ეს ადამიანი ერთ ქვაბში იხარშება, მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოების ნაწილმა, საკუთარი ინიციატივით, საკუთარი, ზომბური მიმდევრობა შექმნა და საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ, რომელსაც რეალურად საერთოდ კი არ აქვს ამ ყველაფერთან.

წყარო: guramsherozia.com

კომენტარები

სხვა სიახლეები