ბრიუს უილისი დღეს 61 წლის გახდა

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, პროდიუსერი და მუსიკოსი ბრიუს უილისი დღეს იუბილარია, მსახიობი 61 წლის გახდა. ბრიუსი გერმანიაში, იდარ-ობერშტაინში ამერიკელისა და გერმანელის ოჯახში დაიბადა. მისი მამა დევიდ უილისი  თავისუფალი დაქირავებული მოსამსახურე იყო ამერიკის სამხედრო ნაწილში. ბრიუსი გაიზარდა პენს-გროუვში (ნიუ-ჯერსის შტატი, აშშ). ოჯახში ოთხი შვილიდან ბრიუსი ყველაზე უფროსი იყო. 1977 წელს, 22 წლის ასაკში მან დაანება თავი კოლეჯში სწავლას. მცდელობა, მიეღო როლი კინოში, სცენაზე, ტელევიზიაში, უშედეგოდ მთავრდებოდა.
საღამოობით ბრიუს უილისი დარდს ალკოჰოლით იქარვებდა. 1984 წელს სემ შეპარდის პიესის სცენურ ვერსიაში „შეყვარებული ბრიყვი“ წარმატებულად შესრულებული როლის შემდეგ, მასზე დაიწერა პირველი დადებითი შეფასებები და მიიწვიეს სინჯებზე ლოს-ანჯელესში. უილისი კმაყოფილი იყო იმით, რომ მოხვდა ლოს-ანჯელესში და მიეცა ოლიმპიადის ნახვის შესაძლებლობა, რომელიც უფრო აინტერესებდა, ვიდრე შემოთავაზებული როლი. უცნობი ნიუ-იორკელი მსახიობი ისე მოეწონათ პროდიუსერებს, რომ ეპიზოდური როლის მაგივრად ის  სიბილ შეპარდის პარტნიორად აიყვანეს. სერიალში მუშაობის პირველი თვეებიდან ბრიუს უილისი საოცრად პოპულარული გახდა, ხოლო ჟურნალისტები ჭორაობდნენ მისი და სიბილას რომანზე. პრესა გაძლიერებულ ინტერესს იჩენდა უილისის მიმართ. 1987 წელს მან გაიცნო დამწყები მსახიობი დემი მური. მურიც უილისივით ალკოჰოლიკი იყო და კლინიკაშიც კი მკურნალობდა. მალე ისინი დაქორწინდნენ. თუმცა 2000 წელს ერთმანეთს გაეყარნენ. 2009 წელს მსახიობი ემა ჰემინგზე დაქორწინდა. მისი მონაწილეობით ყველაზე ცნობილი ფილმებია: „კერკეტი კაკალი“(1988), „არმაგედონი“ (1998), „მეხუთე ელემენტი“ (1997) .

კომენტარები

სხვა სიახლეები