ბრიუსელის ევროპარლამენტის დაცარიელებულ შენობაში 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს

ბრიუსელის ევროპარლამენტის დაცარიელებულ შენობაში 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს. მათი უმეტესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის ახალ შენობაში კარი გაუხსნეს ყველას, ვინც პანდემიამდე და მას შემდეგაც დარჩა სახლ–კარის გარეშე.

შენობაში არსებული ოფისები საძინებლებად გადააკეთეს, იქ მაცხოვრებლები კი იღებენ უფასო კვებასა და სამედიცინო დახმარებას.

ქვეყანამ კიდევ მრავალი შენობის კარი გაუღო უსახლკარო და მიუსაფარ ადამიანებს და მათზე ზრუნვა გააძლიერა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები