ბრიტნი სპირსის მზრუნველი შეყვარებული-მომღერალმა ფსიქიატრიული დატოვა (ფოტო)

უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს ამერიკელ პოპვარსკვლავს, ბრიტნი სპირსს, რომელიც ფსიქიატრიული კლინიკიდან გაეწერა. ინტერნეტსივრცეში უკვე მისი პირველი ფოტოები გამოჩნდა. პაპარაცებმა ბრიტნი კათოლიკური აღდგომის დღეს ბევერლი-ჰილზში გადაიღეს. ბრიტნი იქ თავის ბოიფრენდთან, 25 წლის სემ ასგარისთან ერთად იმყოფებოდა.
ის ძალიან მზრუნველი ჩანდა და ბრიტნის მიმართ განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა.
„კარი გაუღო და წინ გაუშვა. როგორც ჩანს, ძალიან ზრუნავს მასზე და, მთლიანობაში, დიდ სიყვარულს იჩენს”, – ამბობს წყარო.
თუმცა, ჯერჯერობით, სასიხარულო არაფერი ჩანს. მომღერალი ცოტა ხნით გამოუშვეს და, როგორც ცნობილია, ის მალე უკან დაბრუნდება, რათა მკურნალობა დაასრულოს. გასული თვის ბოლოს მან თავად მიმართა ფსიქიატრიულ დაწესებულებას, რადგან ძალიან რთულად გადაჰქონდა მამის ავადმყოფობა. ამავე დროს, გულშემატკივრები ბრიტნის გარეგნობამ გააოგნა – ის საოცრად მოუვლელი, დაბერებული და დაღლილი ჩანდა. ასევე, ბევრის გაკვირვება გამოიწვია მისმა გაფანტულმა მზერამ და შეყვარებულის მეტისმეტმა ზრუნვამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები