ბრიტნი სპირსი მასწავლებლის ამპლუაში  – მომღერალმა სკოლის ბავშვებს ცეკვის გაკვეთილები ჩაუტარა  (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

GRAMMY-ს პრემიის ლაურეატმა, პოპ-მომღერალმა ბრიტნი სპირსმა ცეკვის მასწავლებლის როლი მოირგო.  ჩარლი ებერსოლომთან დაშორების შემდეგ, მომღერალი დროს აქტიურად უთმობს ბავშვებთან ურთიერთობას. როგორც ჩანს დეპრესიის დაძლევაში, მას არამხოლოდ მისი შვილები – ჯაიდენი და შონი ეხმარებიან.

რამდენიმე დღის წინ, 33 წლის მომღერალი ერთ-ერთ ამერიკულ სკოლას ეწვია და რამდენიმე საათით ცეკვის მასწავლებლის ამპლუა მოირგო. მოსწავლე გოგონებს მან ცეკვის გაკვეთილები ჩაუტარა და სასცენო ილეთები ასწავლა. მოგვიანებით ბრიტნიმ ბავშვებისგან მიღებული დადებითი ემოციების შესახებ,  მის პირად ბლოგზეც დაწერა და სკოლაში გადაღებული ვიდეოები ატვირთა.

უნდა აღინიშნოს, რომ მომღერალი ბოლო პერიოდში, აქტიურად ატარებს ცეკვის გაკვეთილებს სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის.

https://www.youtube.com/watch?v=rrJ1wMUNAZo&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=YeFohGX2OGg&feature=youtu.be

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 m

კომენტარები

სხვა სიახლეები