ბრიტანული მარკეტი რუსულ გინებას ქართულ წარწერად ასაღებდა
ბრიტანულმა სუპერმარკეტების ქსელმა “Harrods” მომხმარებლის პრეტენზიის გამო, ქალის ჰუდები გაყიდვიდან ამოიღო. სპორტულ ზედებზე რუსულად უწმაწური სიტყვები ეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “The Sun” ავრცელებს.
შავი ჰუდები წარწერით “Иди на *” 680 ფუნტად იყიდებოდა. რუსმა ჟურნალისტმა ამ ფრაზის მნიშვნელობა Twitter-ში განმარტა:
“Harrods, რომელიც ჰუდებს 680 ფუნტად ყიდის, აცხადებს, რომ ზედ დატანილი წარწერა ქართულია და “საფირმო შეუფერებელი დამოკიდებულებით გაჟღენთილს” ნიშნავს. სინამდვილეში ზედ “Иди на *” რუსულად აწერია”, – წერს ჟურნალისტი Twitter-ში.
სხვა სიახლეები