ცოლ-ქმარი ლარა ჟაკი და მისი მეუღლე რიჩარდ რემდე დიდ ბრიტანეთში კლონირებული ძაღლის პირველი მფლობელები გახდნენ. როგორც წყვილი აცხადებს, დნმ-ს უჯრედები ძაღლის სიკვდილიდან 12 დღის შემდეგ ამოიღეს.
ძაღლი ინფარქტმა იმსხვერპლა. უბედურ შემთხვევამდე ოჯახმა და შინაურმა ცხოველმა ერთად 9 წელი გაატარეს.
ლარამ და რიჩარდმა ცნობილ ბიოტექნოლოგიების ფონდ Sooam-ს მიმართეს. Sooam – ი უკვე 10 წელია ცხოველების კლონირებით არის დაკავებული. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ექიმებმა პროცედურა ძაღლის კლინიკური სიკვდილიდან 12 დღის შემდეგ ჩაატარეს. მეცნიერებმა ცოლ-ქმარი მაშინვე გააფრთხილეს, რომ წარმატება ასეთ საკითხში გარანტირებული არაა. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კორეელმა გენეტიკოსებმა შეძლეს და სუროგატი დედისგან ცხოველის სრულფასოვანი კლონი გამოიყვანეს. გენეტიკოსების ვარაუდით, ძაღლის კლონი დღის სინათლეს 26 დეკემბერს იხილავს.
სხვა სიახლეები