დიდ ბრიტანეთში პოლიციელებმა მუსულმანი მოზარდი დაჰკითხეს, რომელიც ტერორიზმში დაადანაშაულეს. აღმოჩნდა, რომ 10 წლის მოსწავლემ ინგლისურის გაკვეთილზე პედაგოგს ნაცვლად „ტერასიანი სახლისა“ (terraced house), შეცდომით უთხრა, რომ ცხოვრობს „ტერორისტების სახლში“ (terrorist house).
მასწავლებელმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველები სასწავლებელში მალევე მივიდნენ და მოზარდი დაჰკითხეს. უფრო მეტიც, მათ ბავშვის საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს და ოჯახის კომპიუტერები შეამოწმეს. უცხოური მედიის ცნობით, მოზარდის მშობლებს ბოლომდე გაუჭირდათ იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა არ იყო.
„წარმოგვიდგენია, რომ ბავშვის ნაცვლად, იგივე სიტუაციაში 30 წლის მამაკაცი აღმოჩენილიყო… თუმცა, პოლიციელებმა 10 წლის ბიჭი მაინც აიძულეს, „ეს ყველაფერი“ გამოევლო, – განაცხადა „ეჭვმიტანილი“ მოზარდის შეწუხებულმა დეიდამ. მისი თქმით, მოზარდს ინგლისურ ენაზე წერის და მეტყველების უკვე ეშინია.
სხვა სიახლეები