ბრიტანეთის ქალაქ საუსტში ველოსპორტის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია გაიმართა. ათობით შიშველი სპორტსმენი ქალაქში ველოსიპედებით გამოვიდა და თითქმის მთელ ქალაქში მოძრაობის პარალიზება მოახდინა. მათ „შიშველ აქციას“ საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა, საზოგადოების ნაწილში ცნობისმოყვარეობა, ნაწილში კი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. “წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ჩაცმულები ვყოფილიყავით, ყურადღებას არავინ მოგვაქცევდა, ასე კი ჩვენი აქცია ყველასთვის თვალში მოსახვედრია”,-განაცხადა აქციის მონაწილემ სიმონ ტერიმ. “ჩვენი შიშველი ორგანოები სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობისას უმწეონი ვართ, ასევე უარს ვუცხადებთ მანქანებს, რომლებიც ზიანს აყენებენ ეკოლოგიას”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. როგორც ცნობილია, შემდეგი შიშველი აქცია იგეგმება 27 ივნისს, პორტლენდში, ორეგონის შტატში.