ბრიტანეთში ქათმის ახალი ჯიში გამოიყვანეს, რომლის კვერცხიც სიმსივნეს კურნავს

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ქათმის ახალი ჯიში გამოიყვანეს, რომლის კვერცხიც ადამიანური ცილის ორ სახეობას შეიცავს. მათ ართრიტისა და სიმსივნის რამდენიმე სახეობის დაავადებასთან გამკლავება შეუძლიათ.
კვერცხი შეიცავს ადამიანურ ცილას, რომლის სახელიცაა IFNalpha2a, მას ვირუსისა და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ამასთან, ის შეიცავს ადამიანის და ღორის ცილის ერთ-ერთ სახეობას, მაკროფაგი-CSF​. მისი გამოყენებით კი ისეთი პრეპარატის შექმნა იგეგმება, რომელიც დაზიანებული ქსოვილების აღდგენას თავად შეძლებს.
ქათმებისთვის ასეთი კვერცხების დადება შესაძლებელი გენური მოდიფიკაციიდან გამომდინარე გახდა: მათ დნმ-ში ადამიანის გენი შეიყვანეს, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში საჭირო ცილების წარმოქმნაზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები