ბრიტანეთში სტრესის შესამსუბუქებლად ვიზიტორებს „ძროხებთან ჩახუტების“ სერვისს სთავაზობენ

ბრიტანეთის რამდენიმე ფერმა ახალ ველნეს-სერვისს — „ძროხებთან ჩახუტების“ სესიებს სთავაზობს ადამიანებს, რომლებიც სტრესის შემცირების და ემოციური განტვირთვის ალტერნატიულ გზებს ეძებენ.
სერვისი განსაკუთრებით იორკშირში გავრცელდა, სადაც ფერმებმა სპეციალური სივრცეები მოაწყვეს და სესიაში მონაწილეობისთვის ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ძროხები შეარჩიეს. სტუმრებს შეუძლიათ ცხოველებთან დროის გატარება, მათი მოფერება, ჩახუტება და ბუნებრივ გარემოში, მშვიდ ატმოსფეროში გარკვეულ დროს ატარებენ.
ორგანიზატორების განმარტებით, ძროხები თავისი მშვიდი ტემპერამენტითა და თბილი სხეულით ადამიანზე დამამშვიდებელ ზეგავლენას ახდენენ. შედეგად, მცირდება მათი შინაგანი დაძაბულობა, უმჯობესდება ემოციური მდგომარეობა და იზრდება კომფორტის განცდა. სესიები ეფექტურია განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდ, ხმაურიან ქალაქებში ცხოვრობენ და მეგაპოლისების ჩქარი, დაძაბული რიტმისგან გადაღლილები არიან.
ასეთი თერაპიული სესიები ბრიტანეთში თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები