ბრიტანეთში სამი მშობლისგან ჩასახულ ბავშვს ელოდებიან

ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა, სამი მშობლისგან ბავშვის ჩასახვის ექსპერიმენტის ჩატარების თაობაზე თანხმობა გასცეს. შესაბამისი მეთოდიკა ყაზახ-ამერიკელი ბიოლოგის შუკრატ მიტალიპოვის მიერ არის შემუშავებული.

ორი წლის წინ მსოფლიო შეძრა სენსაციურმა სიახლემ-ერთ-ერთ მექსიკულ კლინიკაში დაიბადა ბავშვი, რომელიც ორი კი არა, არამედ სამი მშობლისგან იყო ჩასახული. მას ორი დედა და ერთი მამა ჰყავდა. მოგვიანებით, ანალოგიური პროცედურა შესრულებული იყო უკრაინის ერთ-ერთი კლინიკის მიერ, სადაც არ არის შეზღუდული მსგავსი გენეტიკური ექსპერიმენტების ჩატარება.

როგორც სამედიცინო ჟურნალი „New Scientis“ იუწყება, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ახლახან გასცა ორი ნებართვა ქალაქ ნიუკასლის კლინიკაში მსგავსი ცდების ჩასატარებლად. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, პირველი „ლეგალური“ ბავშვები სამი მშობლისგან შესაძლოა უკვე წელს გაჩნდნენ. პაციენტების ვინაობა და ასევე როდის იქნება ჩასახვის პროცედურა ჩატარებული, ჯერჯერობით სამედიცინო საიდუმლოდ რჩება.
აღნიშნული პროცედურა, შუკრატ მიტალიპოვმა 2009 წელს მაიმუნებზე ცდების დროს შეიმუშავა და ის თავისი არსით კლონირებას ჰგავს-მეცნიერები განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ბირთვს იღებენ და ის დონორის კვერცხუჯრედში გადააქვთ, რომლის ბირთვიც მანამდე ამოცლილია და შემდეგ მას რეალური ან სუროგატული დედის საშვილოსნოში ათავსებენ.
მსგავსი მეთოდი საშუალებას იძლევა დეფექტური მიტოხონდრიებისგან თავის დაღწევა და შედეგად ბავშვის დაცვა სხვადასხვა რთული გენეტიკური დაავადებისგან, მაგალითად ისეთისგან, როგორიცაა ლის სინდრომი, რომლის შედეგად ადამიანი ხუთვით იღუპება. ცდების წარმატებულად დასრულების მიუხედავად, თავად ის ფაქტი, რომ ოპერაცია ადამიანის ნაყოფზე იყო ჩატარებული, პოლიტიკოსებისგან და მეცნიერებისგან, რომელთა შორის თავად მიტალიპოვიც იყო, უდიდესი კრიტიკა გამოიწვია. როგორც მისი გუნდის ცდებმა აჩვენა, დაზიანებული მიტოხონდრიების ნაწილი ახალ კვერცხუჯრედში მოხვდა, რამაც პროცედურა საფრთხის შემცველი გახადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები