ბრიტანეთში კორონავირუსისგან უილიამ შექსპირი აცრეს

ბრიტანეთში ერთ-ერთი პირველი ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა 81 წლის უილიამ შექსპირი გახდა.

უორვიქშირის საგრაფოში მცხოვრებ შექსპირს ნემსი საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გაუკეთეს. აღსანიშნავია, რომ კლინიკა ქალაქ სტრეტფორდიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სადაც მსოფლიოში განთქმული დრამატურგი და პოეტი უილიამ შექსპირი დაიბადა.

ცნობისთვის, დღეს ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღდმეგო ვაქცინაცია დაიწყო.

პირველი ნემსი გაუკეთეს 90 წლის მარგარეტ ქენანს, ქალბატონს პრეპარატის მეორე დოზას უკვე 21 დღეში შეუყვანენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები