“კვირა +” გთავაზობთ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საშობაო ფოტოპროექტს. სამეფო ოჯახმა, პრიც ჯორჯთან და პრინცესა შარლოტასთან ერთად, საშობაოდ, მისალოცი ბარათების სერია შექმნა. ფოტოპროექტის ავტორია ფოტოგრაფი კრის ჯელფი, რომელიც თავისი ნამუშევრებით კმაყოფილია.
როგორც ერთ-ერთ გამოცემასთან ფოტოგრაფი აღნიშნავს, იგი მოხარულია, რომ ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ მისი გადაღებული ფოტოები გაასაჯაროვეს.
„ძალიან საყვარელი ოჯახი გადავიღე. იმედი მაქვს, ფოტო ყველას მოეწონება. ჩემთვის ნამდვილი პატივია, რომ ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, ეს ფოტო საჯარო გაეხადათ”, – აღნიშნა ფოტოგრაფმა.