ბრიტანეთის პრინცი წაქცეულ სამხედროს მიეშველა (ფოტო,ვიდეო)

დიდი ბრიტანეთის ესექსის საგრაფოს სკოლაში კემბრიჯის ჰერცოგის და ჰერცოგინიას ვიზიტის დროს დრამატული ეპიზოდი მოხდა. როდესაც პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს ვიცე-ლორდი ჯონათან ჰაჯესი შეხვდა, ის მოულოდნელად წაიქცა. პრინცი მაშინვე მივარდა 72 წლის ვიცე-ლორდთან და წამოდგომაში დახმარება გაუწია. ვიცე-ლორდმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ის კარგად არის.

ჟურნალისტებმა იხუმრეს, რომ ჰაჯესი იმ მომენტში წაიქცა, როდესაც ჰერცოგინია ქეით მიდლტონის შეხსნილი სტილის კაბა დაინახა. ამასთანავე ჟურნალისტებმა ისიც აღიარეს, რომ კაბა პრინცესას ძალიან უხდება.

ქეით მიდლტონი ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის ყველაზე მოდურ ქალბატონად აღიარეს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=bauy8og42go&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები