ბრიტანეთის დედოფალი იუბილარია – მონარქის 94–ე დაბადების დღე ვირტუალურად ჩაივლის

დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელიზაბედ მეორე იუბილარია – ის 94 წლის გახდა.

აღსანიშნავია, რომ დედოფლის დაბადების დღე, კორონავირუსის გამო, ვირტუალურად ჩაივლის.

დედოფლის იუბილე წელიწადში ორჯერ აღინიშნება – მისი ბიოლოგიური დაბადების დღე და კორონაციის დღე. ელიზაბედ მეორე 1953 წლის 2 ივლისს ავიდა სამეფო ტახტზე, ის 27 წლის გახლდათ.

დედოფლის დაბადების დღე დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნებოდა, თუმცა მიმდინარე წელს ყოველგვარი ტრადიციული საზეიმო აქტივობა, მათ შორის, ტრადიციული ზალპები გაუქმდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები