პლანეტის ქალთა 99%-ის ოცნებას წარმოადგენს, ჰქონდეს უამრავი, ლამაზი და ძვირფასი კაბა. თუმცა, არსებობს ის 1%-ც, რომლისთვისაც ეს ფუფუნება მომაბეზრებელიც კი ხდება .ალბათ არცერთი ქალის ტანსაცმლის გარდერობი არ მუშაობს ისეთი სრული დატვირთვით, როგორც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის.
მის პირად სტილისტებსა და დიზაინერებს, ასევე გარდერობის თანამშრომლებს, ყოველდღიურად უწევთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს და რა უნდა ეცვას დედოფალს მეორე დღეს. ბრიტანული პრესა წერს, რომ ელისაბედ II-ის სტილი მკაცრი და კლასიკურია, თუმცა, ამის მიუხედავად, მრავალფეროვანიც. გთვაზობთ დედოფლის გამორჩეულ ფოტოებს, რომლებიც ხაზს უსვამს მის დახვეწილობას და მოდურობას, რაც, ამასთანავე, შერწყმულია სამეფო ეტიკეტთან.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=aGLN1kREJ2Q[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=bTOXdND_Yoo[/youtube]