ბრინჯი ბოსტნეულით

 

ინგრედიენტები:
ბრინჯი – ½ ჭიქა,
სტაფილო – 1 ცალი,
ხახვი – 1 თავი,
წიწაკა – 1 ცალი,
ბარდა – 2 ს/კ.
სოიოს სოუსი – 1ს/კ.
ნიორი – 2 კბილი,
ზეითუნის ზეთი,
მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ბრინჯი მოვხარშოთ. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ. წიწაკა – კუბიკებად. ნიორი დავჭყლიტოთ. ტაფაზე ხახვი და ნიორი 2 წუთის განმავლობაში შევწვათ. შემდეგ ბარდა და სტაფილო დავუმატოთ. დავტოვოთ, სანამ არ დარბილდება და წიწაკა დავუმატოთ. სოიოს სოუსი მოვასხათ და მოვურიოთ. ბრინჯი დავუმატოთ, მარილი მოვაყაროთ და ცეცხლზე კიდევ 5-10 წუთით დავტოვოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები