ბრედ პიტსა და ჯენიფერ ენისტონს საიდუმლო რომანი აქვთ

ჰოლივუდის მსახიობ ბრედ პიტსა და ასევე მსახიობ ჯენიფერ ენისტონს საიდუმლო რომანი აქვთ. ამის შესახებ ტაბლოიდები წერენ.

წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ისინი პაემნებზეც დადიან, თუმცა გადამეტებული ინტერესის გამო, ცდილობენ ყურადღება არ მიიქციონ.

გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ქმარს შორდება. წყვილი ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ გაიყარა.

2000-2005 წლებში ენისტონს პლანეტის ყველაზე ბედნიერ ქალად თვლიდნენ, რადგან მის გვერდით ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და წარმატებული მსახიობი ბრედ პიტი იყო. მაგრამ 2005 წელს ჯენიფერსა და ბრედს შორის უფსკრული გაჩნდა – ანჯელინა ჯოლი.

ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი 2005 წელს დაშორდნენ, როცა ფილმ „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღების შემდეგ, პიტი-ჯოლის რომანზე ალაპარაკდნენ. მაშინ მედია აქტიურად წერდა ენისტონის დეპრესიის შესახებ.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2005 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ოფიციალურად კი 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მათი ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა. მათ 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი ბიოლოგიური და სამი აყვანილია.

წყარო:imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები