ბრედ პიტმა უიკენდი შვილთან – 7 წლის ნოქსთან ერთად გაატარა. ჰოლივუდელმა ვარკვლავმა შვილი დიდი ბრიტანეთის გრან-პრიზე წაიყვანა, რომელიც ნორტჰემპტონში გაიმართა. ცივი ამინდის მიუხედავად, პიტი ტრიბუნებზე შავი ჯინსით და მოკლემკლავიანი პერანგით მივიდა, რითიც კვლავ გამოაჩინა ტატუ, რომელიც მის ოჯახს ეძღვნება. მსახიობმა ბავშვის ჯანმრთელობაზეც იზრუნა და მას თბილი ქურთუკი ჩააცვა. ნოქსი შეჯიბრის დროს მზრუნველ მამას მუხლებზე ეჯდა. რბოლის შემდეგ კი ორივენი გამარჯვებულთან მისალოცად მივიდნენ. გამარჯვება იტალიელმა მრბოლელმა ვალენტინო როსიმ მოიპოვა.