ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა ბრედ პიტმა ნიუ ორლეანში, რომელიც 10 წლის წინ დამანგრეველი შტორმ „კატრინასგან“ სერიოზულად დაზიანდა, 109 სახლი ააშენა. ამ პროექტის განხორციელება პიტმა შტორმის შემდეგ დაარსებული ფონდის Make It Right-ის მეშვეობით შეძლო.
შტორმის შედეგად ყველაზე მეტად ლოუერ ნინტ იარდის რაიონი დაზარალდა, სადაც პრაქტიკულად ყველა შენობა განადგურდა. სახლების პროექტების შესადგენად ბრედ პიტმა ცნობილი არქიტექტორები მიიწვია და ამ პროექტების შემუშავებაში პირადადაც მონაწილეობდა.
Prev Post
სხვა სიახლეები