ბრედ პიტი ყვება, თუ როგორ განიცადა ანჯელინა ჯოლისთან გაყრა

​ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა, ბრედ პიტმა განაცხადა, რომ ის ანჯელინა ჯოლისთან გაყრას ძალიან განიცდიდა. ამის შესახებ პიტმა GQ- თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პიტმა განაცხადა, 2016 წლის აპრილში ჯოლისთან გაყრის შემდეგ, ის ჰოლივუდ-ჰილასში, თავის ძაღლთან, ბულდოგთან, სახელად ჟაკი, ცხოვრობს. პიტი ასევე ამბობს, რომ სპირტიან სასმელს აღარ სვამს, ადრე კი ამას ძალზე ხშირად აკეთებდა.
პიტმა ისიც აღიარა, რომ ხშირად მოიხმარდა მსუბუქ ნარკოტიკებს, დამაწყნარებელს და სიგარეტს და რომ მას ფსიქოტერაპევტთან ვიზიტიც დასჭირდა.
ბრედ პიტს არ მიაჩნია, რომ ის საშუალო ასაკის კრიზისს განიცდის. ის ახლა ფილმებში გადაღებას აპირებს. პიტმა მასსა და ანჯელინა ჯოლის შორის ბავშვებზე მეურვეობის თაობაზე მიმდინარე დავაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის და ანჟელინა შეთანხდნენ, რომ ამ საკითხს სასამართლოს გარეშე მოაგვარებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები