ჰოლივუდის მსახიობები ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი 15 წლის წინ ანჯელინა ჯოლის გამო 5–წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. უკანასკნელ პერიოდში პიტისა და ენისტონის შეხვედრების შესახებ მითქმა–მოთქმა არ წყდება. აღსანიშნავია, რომ ერთიც და მეორეც ამ ეტაპზე თავისუფალნი არიან.
გასულ უქმეებზე ჯენიფერ ენისტონმა ლოს-ანჯელესში Actors Guild Awards-ზე სერიალისთვის „დილის შოუ“ ჯილდო მიიღო, ამის შემდეგ 50 წლის მსახიობმა წითლ ხალიჩაზე ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილმა გაიარა, ყოფილმა მეუღლემ კი აღფრთოვანება ვერ დამალა, „ვაუ“- წარმოთქვა თვალებგაბრწყინებულმა ბრედმა ყოფილი მეუღლის დანახვაზე, თუმცა ეს ყველაფერი როდია, ექს-მეუღლეები კულისებში გადაეკვეთნენ ერთმანეთს და იფლირტავეს კიდეც.