ბრედ პიტზე საუბრისას, ანჯელინა ჯოლიმ ცრემლი ვერ შეიკავა (ვიდეო)

​ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ მისი და ბრედ პიტის გაყრის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
“BBC World News”-თვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობი ახალ ფილმზე საუბრობდა, რომელიც კამბოჯაში მომხდარ გენოციდზე მოგვითხრობს. მან აღიარა, რომ ამ ფილმის გადაღება „ოჯახისთვის ძალზე რთულ პერიოდში დაიწყო. ამ დროს ანჯელინა ცრემლს ძლივ იკავებდა.
„მე არ მინდა, მაზე ბევრი ვისაუბრო. ეს ძალიან რთული პერიოდია. ჩვენ ოჯახი ვართ და ამ რთულ პერიოდს გადავიტანთ. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ გაგვაძლიერებს“, – განაცხადა ჯოლიმ.
​შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლიმ გასული წლის სექტემბერში ბრედ პიტთან გაყრაზე სასამართლოში განცხადება შეიტანა. მან ყოფილი მეუღლე 15 წლის შვილის წინააღმდეგ ძალადობაში დაადანაშაულა. ექსპერტიზამ ეს ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა ჯოლიმ გაყრის პროცესი მაინც გააგრძელა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები