ინგრედიენტები:
რძე – 6 სკ;
კარაქი – 6 სკ;
შაქარი – 1/2ჭ;
ვანილის ექსტრაქტი – 1 სკ;
კვერცხი – 2 ც;
ფქვილი – 1 ჭ;
კაკაო – 6 სკ;
გამაფხვიერებელი – 1/2 სკ;
თხილი – 1/2 ჭ;
m&m – 500 გრ.
მომზადების წესი: რძე, კარაქი, შაქარი, კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო და თხილი ერთად ავთქვიფოთ. ღუმელი 350 გრადუსამდე გავაცხელოთ. ცხიმწასმულ ფორმაში მიღებული მასა ჩავასხათ და ღუმელში 30 წუთით მოვათავსოთ. ბოლოს უკვე მზა ბრაუნს ზემოდან m&m – სი მოვაყაროთ.
სხვა სიახლეები