ბრალდებიდან 3 წლის შემდეგ ჯეიმს ფრანკომ აღიარა, რომ საკუთარ სტუდენტებთან სექსი ჰქონდა

2018 წელს ჯეიმს ფრანკოს და მის სამსახიობო სკოლას Studio 4 ორმა ყოფილმა სტუდენტმა, ტონი გაალმა და სარა ტიტერ-კაპლანმა უჩივლა. ქალები ამტკიცებენ, რომ როდესაც ისინი სამსახიობო სკოლაში სწავლობდნენ, ჯეიმს ფრანკო და მისი კოლეგები მათ სექსუალური შინაარსის ვიდეოების ჩაწერას აიძულებდნენ. ასევე საკუთარ გავლენასა და პოზიციას ქალი სტუდენტების სექსუალური ჩაგვრისთვის იყენებდნენ და მათ კარიერულ წინსვლას ხელს უშლიდნენ.

ბრალდებიდან სამი წლის შემდეგ ფრანკომ აღიარა, რომ საკუთარ სტუდენტებთან სექსი ჰქონდა.

“სტუდენთებთან სექსი მქონდა და ეს ძალიან არასწორი საქციელია. დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი, ჩემზე ბევრი ადამიანი იყო ნაწყენი და ჯერ მათთვის უნდა მოგვესმინა. არაადეკვატურად ვიქცეოდი, ბოდიშს ვიხდი”. – ამბობს მსახიობი.

ფრანკომ ასევე აღიარა რომ სექსოჰოლიკია და 2016 წლიდან ცდილობს დამოკიდებულების დაძლევას.

სასამართლოში შეტანილ სარჩელში წერია, რომ იმისთვის რომ სტუდენტი ქალები ამ მასტერ კლასებზე მოხვედრილიყვნენ, ისინი ქასთინგს გადიოდნენ, მათ ინტიმურ სცენებს ვიდეოზე იწერდნენ. ისინი ხელს აწერდნენ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ვიდეოზე თავიანთ უფლებებს თმობდნენ. ბრალდების მიხედვით, გამოუცდელ ქალებს აძალებდნენ კამერის წინ ისეთი რამის გაკეთებას, რაც კინოინდუსტრიის სტანდარტების საზღვრებს სცდება.

გაალმა განაცხადა, რომ მას გაკვეთილებზე დასწრება აეკრძალა მას შემდეგ, რაც ქასთინგზე გადაღებულ ვიდეოზე საკუთარი გულისტკივილი გამოხატა. კაპლანის თქმით, როდესაც ქასთინგის შემდეგ მას ფრანკოს ფილმში როლი მისცეს, ორგიის სცენის გადაღებისას, ფრანკომ, ორალური სექსის კადრებისთვის ქალების ვაგინებზე მიმაგრებული დამცავი პლასტიკური საფარი მოხსნა.

ფრანკო დაზარალებული მხარისთვის 2.2 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა.

ჯეიმს ფრანკო ამერიკელი მსახიობია, რომელმაც პირველი შესამჩნევი როლი ადამიანი-ობობას ტრილოგიაში შეასრულა. 2011 წელს დენი ბოილის 127 საათში შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარის ნომინაცია.

კომენტარები

სხვა სიახლეები