ბრაკონიერებმა ლაგოდეხის ნაკრძალში „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველი მოკლეს

დაცული ტერიტორიების სააგენტო სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ლაგოდეხის ნაკრძალში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა.
„ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებისა და შსს-ს ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი ანტიბრაკონიერული ღონისძიების დროს, ლაგოდეხის ნაკრძალში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.13892350_1111439328922670_3866730370348634322_n
ბრაკონიერთა ჯგუფმა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი აღმოსავლეთ – კავკასიური ჯიხვი უკანონოდ მოინადირა. ოპერაციის შედეგად ამოღებულია ნანადირევი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეცა და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“. – წერს დაცული ტერიტორიების სააგენტო ფეისბუქსი საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები