ბრაზილიელმა წყვილმა სქესის გაგების ცერემონიაზე ჩანჩქერი ცისფრად შეღება. შემთხვევის ამსახველი ვიდეო ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.
მართალია, წყვილმა ვიდეო მალევე წაშალა, თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ჩანაწერი სხვადასხვა პლატფორმაზე გაავრცელეს და მომავალი მშობლებიც გააკრიტიკეს.
ადგილობრივი შტატის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ინციდენტის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება უკვე დაიწყო იმის დასადგენად, თუ რა ნივთიერებები გამოიყენეს ჩანჩქერის შესაღებად და რა ტიპის ზიანი მიაყენეს გარემოს.